TaoNews.Ge

“ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი” –  სენატორი რიში 

“ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი” –  სენატორი რიში 

სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქვეყანა ახლა სირთულის წინაშე დგას.  ამ თემაზე მან  “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრეს.

სენატორის განმარტებით, “ქართულ ოცნებას” განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, თუმცა შეთანხმებისთვის ორივე მხარეა საჭირო.

“ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდოთ, რომ სწორად მოიქცეთ. თუ ახლა ამას არ გააკეთებთ, მე ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი. თქვენს წინაშე არის შესაძლებლობა, რომელიც წინა თაობას არ ჰქონდა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა – წადით წინ, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, გადალახეთ ეს. თქვენ ეს შეგიძლიათ, თუმცა ამას სჭირდება მზაობა და კეთილსინდისიერება”, – თქვა სენატორმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!