TaoNews.Ge

გურჯაანში, ცოლ-ქმრის კონფლიქტს,  8 თვის ჩვილის სიცოცხლე შეეწირა

გურჯაანში, ცოლ-ქმრის კონფლიქტს, 8 თვის ჩვილის სიცოცხლე შეეწირა

გურჯაანში 8 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ასფიქსიაა.

ერთ-ერთი ვერსიით, ქალს ჩვილი ხელში ეკავა, რა დროსაც ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მეზობლების ინფორმაციით, ბავშვის მშობლებს შორის, ხშირად იყო კონფლიქტი, რაც შესაძლოა ჩვილის გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო.

ცხედარი, ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის საექსპერტო ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გურჯაანის პოლიციის სამმართველოში, გარდაცვლილის მამა იმყოფება, რომელთანაც სამართალდამცავები საგამოძიებო- ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებენ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!