TaoNews.Ge

ჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში, ჯიანგუს პროვინციაში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების შემთხვევა დადასტურდა.

Reuters-ის ცნობით, დაინფიცირებული 41 წლის კაცია, რომელიც სიმპტომების განვითარებისა და ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, 28 აპრილს კლინიკაში გადაიყვანეს. ვირუსი H10N3 კი მას 28 მაისს დაუდასტურდა.

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ H10N3 ფრინველის გრიპის შედარებით ნაკლებად მძიმე შტამია, რომლის ფართო გავრცელების რისკი დაბალია.

.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!