TaoNews.Ge

ჩვენ მოვწამლეთ ხალხი, კორონა არ არსებობს, არაფერი გვემუქრება… ეს უნდა შევინანოთ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჩვენ მოვწამლეთ ხალხი, კორონა არ არსებობს, არაფერი გვემუქრება… ეს უნდა შევინანოთ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„ჩვენ მოვწამლეთ ხალხი, რომ კორონა არ არსებობს, რომ არაფერი დაგვემართება…ეს უნდა შევინანოთ“ – ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძე ქადაგებისას ისაუბრა.

„ჩვენ თუ ხალხი მოვწამლეთ კორონა არ არსებობს, პანდემია ცრუ პანდემიაა და ეს ყველაფერი კონსპირაციული თეორიებია. მღვდელი როგორ უნდა აყვეს კონსპირაციულ თეორიებს. მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით, როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება ღვთის განგებით ჩვენი თავიდან.

ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ყველაზე მაგრები ვართ, ამიტომ ჩვენ არაფერი არ გვემუქრება. ეს იყო ყველაზე საშინელება, ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ, ხალხს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“, – თქვა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!