TaoNews.Ge

ჩვენ მივიღებთ უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს-ვლადიმერ პუტინი

ჩვენ მივიღებთ უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს-ვლადიმერ პუტინი

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, კი ბატონო, ჩვენ მივიღებთ უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს. თუ პრეზიდენტ ზელენსკის სურს დაიწყოს ამ ურთიერთობების აღდგენა, ჩვენ მას მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა  ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დროს, როდესაც მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ვლადიმირ ზელენსკის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ მათი შეხვედრა დონბასში გაიმართოს.

პუტინმა განმარტა, რომ თუკი ზელენსკის სურს დონბასის პრობლემის განხილვა, პირველ რიგში ლუგანსკის და დონეცკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებს უნდა შეხვდეს და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს ეს პრობლემები „მესამე ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, რომელიც მოცემულ სიტუაციაში არის რუსეთი“. ამ მოსაზრებას დაეთანხმა ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!