TaoNews.Ge

ჩვენ დიდგორობის აღნიშვნას გვიკრძალავენ და თავად ჩვენი ტაო კლარჯეთის დაპყრობა იზეიმეს

ჩვენ დიდგორობის აღნიშვნას გვიკრძალავენ და თავად ჩვენი ტაო კლარჯეთის დაპყრობა იზეიმეს

ჩვენ დიდგორობას გვიკრძალავენ და თავად ჩვენი ტაო კლარჯეთის დაპყრობა ზარ ზეიმით იზეიმეს.

,,დიდი მადლობა ჩვენს წინაპრებს რათა მათ ართვინი გაანთავისუფლეს ქართველი დამპყრობლებისგან” ეს განცხადება 7 მარტს ართვინის მერმა დემირხან ელჩინმა ართვინში საზეიმო ღონისძიებების მსვლელობისას გააკეთა რომელიც ართვინის თურქეთში დაბრუნებას და ქართველთა დამარცხებას ეძვნებოდა.  ართვინში ჩატრდა სახალხო სეირნობები, გამარჯვებისადმი მიძღვნილი მიტინგი, ცეკვები, წაკითხული იქნა ლექსები, საღამოს კი გაშვებულ იქნა ფოერვერკები.

აღსანიშნავია რომ ართვინი ისტორიული ტაო კლარჯეთის ტერიტორიაა.

მდინარე ჭოროხის აუზი და, კერძოდ, ართვინი ძველთაგანვე კოლხეთის ბრინჯაოს მეტალურგიის მნიშვნელოვანი კერა იყო. ამ ადგილას ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა დასახლება. 1932 წელს ქალაქთან აღმოჩნდა ძვ .წ. XII-XI საუკუნეების ბრინჯაოს განძი. ართვინი VIIIIX საუკუნეებში საქართველოს ისტორიული პროვინციის კლარჯეთის ფეოდალური ქალაქი გახდა. ართვინი თავდაპირველად ქართველთა საკურაპალატოს ეკუთვნოდა, შემდეგ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. მდებარეობდა მეტად მნიშვნელოვანი გზების შესაყარზე. ერთმანეთთან აკავშირებდა, ერთი მხრით, კარნუ-ქალაქსბაიბურთსარტაანსარტანუჯსა და, მეორე მხრით, ბათუმ-გონიოსა და ხუფათს. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ სამცხე-საათაბაგოს მნიშვნელოვან ქალაქად ითვლებოდა. XVI საუკუნის ბოლოდან, სამხრეთ საქართველოს ოსმალეთის იმპერიის მიერ დაპყრობის შემდეგ, ართვინი დაკნინდა. ოსმალეთის იმპერიის შემდაგენლობაში ქალაქი ართვინი ეკუთვნოდა ლაზისტანის სანჯაყის ლივანას კაზას. 1878 წლიდან შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში როგორც ართვინის ოკრუგის ცენტრი. 1882 წლისთვის ქალაქში იდგა 2 სომხური გრიგორიანული, 3 სომხური კათოლიკური ეკლესია, ტყავის სამი ქარხანა, 7 სკოლა. 1918 წელს დაიკავა თურქეთის არმიამ. 1920 წლის 3 მაისს, ბრიტანეთის საოკუპაციო მმართველობის თანხმობით, ქალაქში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ნაწილები შევიდნენ ბახშიბეი მაჩაბელის მეთაურობით.[1] 1921 წლიდან ყარსის ხელშეკრულებით ისევ თურქეთის საზღვრებშია.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!