TaoNews.Ge

“ჩვენ არ გვეშინია! ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთის ხელისუფლების მორიგ აგრესიულ განზრახვაზე”- უკრაინის ეკლესია რუსეთის ხელისუფლებას

“ჩვენ არ გვეშინია! ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთის ხელისუფლების მორიგ აგრესიულ განზრახვაზე”- უკრაინის ეკლესია რუსეთის ხელისუფლებას

მას შემდეგ, რაც უკრაინის საზღვრების მასობრივი რღვევა და უკანონო შეჭრა ხდება რუსეთის მიერ, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ მოიწვია წმიდა სინოდის სხდომა, რომლის ოქმში ნათქვამია:

“ჩვენ არ გვეშინია! ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთის ხელისუფლების მორიგ აგრესიულ განზრახვაზე.

“ჩვენ, ჩვენი სული და სხეული უნდა მივცეთ, რომ მივაღწიოთ ჩვენს თავისუფლებას”, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები უკრაინის ეროვნული ჰიმნიდან, ეს რწმენა არის უკრაინელი ერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც საუკუნეთა მანძილზე არაერთხელ დაადასტურდა.

არ ვითხოვთ სხვებისგან და არ ვცდილობთ ვიპოვოთ ის, რაც სხვას ეკუთვნის. უკრაინელ ხალხს სურს მშვიდობიანად და ჰარმონიულად იცხოვროს ყველასთან, პირველ რიგში ჩვენს ისტორიულ მეზობლებთან, მაგრამ მიმტაცებლობას ყოველთვის აღვუდგებით წინ!”, – ვკითხულობთ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმში.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!