TaoNews.Ge

“ჩემი ფუნქციაა გითხრათ მხოლოდ ის რაც არის, სიმართლე მწარე უნდა ითქვას” –  მიხეილ სააკაშვილი შეთანხმებაზე

“ჩემი ფუნქციაა გითხრათ მხოლოდ ის რაც არის, სიმართლე მწარე უნდა ითქვას” – მიხეილ სააკაშვილი შეთანხმებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზრით, დღევანდელი საარჩევნო სისტემა ხმებს სწორად ვერ დათვლის, ამიტომ საჭიროა პარტნიორების ჩართულობა ამ მიმართულებით გამოიყენონ და შესაბამისი მაგალითი აიღონ – ამის შესახებ  “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ მოაწერენ თუ არა შეთანხმებას ხელს.

“მე ვფიქრობ, პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ჩემი ფუნქციაა გითხრათ მხოლოდ ის რაც არის, ხომ არ მოგატყუებთ, სიმართლე მწარე უნდა ითქვას. გვინდა გადაწყვეტა, გვინდა გადალახვა კრიზისის, კრიზისი არის მძიმე, მაგრამ არსებობს რაღაც ელემენტარული თამაშის წესები მიღებული ცივილიზებულ სამყაროში, ამ წესების გადახვევა მიგვიყვანს მხოლოდ უარეს შედეგამდე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!