TaoNews.Ge

“ჩემი მინისტრობის დროს რომ დაწყებულიყო, უკვე აშენებულიც იქნებოდა” – კალაძე ნამახვანზე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე ნამახვანჰესის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ჰიდროელექტრო სადგური უნდა აშენდეს, ვინაიდან როგორც ის ამბობს, ეს ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია.

“ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტრო სადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნეს გამოყენებული ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ იყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები სწორად იყოს გამოყენებული”,- თქვა კალაძემ.

კახი კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ნამახვანჰესის აშენება მისი ენერგეტიკის მინისტრობის დროს არ დაწყებულა და ასე რომ ყოფილიყო, “ჰესი უკვე აშენებული იქნებოდა”.

“ჩემი მინისტრობის დროს არ ყოფილა, რომ ყოფილიყო უკვე აშენებული იქნებოდა”,- თქვა მან.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!