TaoNews.Ge

მამების გასანადგურებლად შვილების გამოყენება არის ყველაზე მდაბიო, არაკაცური და გულისამრევი საქციელი – რუსუდან შარაძე

„ჩემი მიზანია, კიდევ ერთხელ შევახსენო მთელ საქართველოს, რომ სააკაშვილი გურამ შარაძის მკვლელია!“- რუსუდან შარაძე

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე განცხადებას ავრცელებს:

„ჩემო საყვარელო მეგობრებო!

პარასკევს, 29 ოქტომბერს, 18.30 საათზე, მელიქიშვილის გამზირზე, მამაჩემის მკვლელობის ადგილას, გავმართავ სიმბოლურ აქციას. ჩემი მიზანია, კიდევ ერთხელ შევახსენო მთელ საქართველოს (და არამარტო საქართველოს), რომ მიხეილ სააკაშვილი გურამ შარაძის მკვლელია!

მეორე დღეს, 30 ოქტომბერს, წავალ და ხმას მივცემ ჯალათის, კაცისმკვლელის, მწამებლის, სამშობლოს გამყიდველის, ბიუჯეტის ქურდის და აღვირახსნილი მანიაკის წინააღმდეგ! ე.ი. ხმას მივცემ კახი კალაძეს.

არ ვიცი, ჩემზე მეტად, ვინმე თუ გაუმწარებია „ოცნებას“ – მათ გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებული საქმე დამალეს და დღემდე ხელოვნურად აჭიანურებენ, რომ გახსნილად გამოაცხადონ… კიდევ რამდენი რამ მწყენია და მტკენია, ვინ მოთვლის. თუმცა ახლა ქვების სროლის დრო არ არის. ისე, როგორც არასდროს, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება!

მოკლედ, 29 ოქტომბერს, 18.30-ზე გელოდებით მელიქიშვილზე (ვინც აცრილები არა ხართ, ან რისკის ქვეშ იმყოფებით და თავს შეიკავებთ, არ მეწყინება, არც იფიქროთ)“

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!