TaoNews.Ge

„ჩემი კარები ყოველთვის ღიაა“ – კუჭავა „რიონის ხეობის მცველებს“ პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა „რიონის ხეობის მცველებთან“ დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს.

როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კუჭავამ აღნიშნა, მისი კარები ღიაა და მზად არის შეხვდეს ხეობის მცველებს.

„პირველი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რომ ნდობა გაჩნდეს, ზოგადად რამდენად აქვთ მათ სურვილი ამ ფორმატით გააგრძელონ დისკუსია, იმ საკითხებზე რაც მათ აწუხებთ. ჩემი კარები ყოველთვის ღია არის. თუ მათ სურვილი ექნებათ შემიძლია შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, იმისთვის რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს.

თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდით სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ნებისმიერი ფორმით, „ლაივი“ იქნება, ტელევიზიით თუ ფეისბუკით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ჩემი შეთანხმება ძალაშია. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ეს არ იყო შეხვედრა, სადაც რაღაც პირობებზე უნდა მესაუბრა, არ მქონდა კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ეს არის უბრალოდ შეთავაზება. მნიშვნელოვანია, საკითხი, რომელიც ყველას ადარდებს გადაიჭრას ყველას ინტერესების გათვალისწინებით და რაც მთავარია კონსენსუსის მიღწევით“, – აცხადებს კუჭავა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!