TaoNews.Ge

“ჩემი აზრით, უნდა დავბომბოთ საქართველოში და უკრაინაში მდებარე ბიოლაბორატორიები”- რუსი მსახიობი

რუსი მსახიობი იური ბატურინი კრემლს მოუწოდებს დაიწყოს სარაკეტო დარტყმები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე. ამის თაობაზე ის  Facebook ლაივ-ჩართვაში საუბრობს, რომელსაც General News – ჯენერალ ნიუს ავრცელებს.

 “ბიოლაბორატორიები, რუსეთის ირგვლივ, რომლებიც ეშმაკმა უწყის რას აკეთებენ…სპექტრი იმდენად დიდია, წარმოდგენაც მიჭირს, უსაფრთხოების ზომები როგორ უნდა იყოს დაცული. ასეთი ლაბორატორიებია საქართველოში და უკრაინაში… მე დავბომბავდი. ეს ყველაზე უსაფრთხო და სწორი გზაა. რას გვიზამენ? სანქციები? მიმიფურთხებია ამ სანქციებისთვის. ძალაც გვაქვს და იარაღიც, სამაგიეროდ ჩვენი, ანუ რუსეთის ტერიტორიები იქნება უსაფრთხოდ”- ამბობს  ბატურინი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!