TaoNews.Ge

“ჩატარდეს საერთო სახალხო რედერენდუმი”- ვასაძის ინიციატივა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე ინიციატივით გამოდის, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არსებული პრობლემა რეფერენდუმის გზით გადაიჭრას.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საკითხი კონსტრუქციული დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას.

„გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს საერთო სახალხო რედერენდუმი, უნდა აშენდეს თუ არა მოსახლეობის აზრით „ნამახვანჰესი“ კომპანია „ენკასთან” გაფორმებული ხელშეკრულებების ამჟამინდელი პირობების თანახმად. რეფერენდუმის ჩატარებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი მეთოდოგია, კერძოდ, ჩვენ, როგორც საინიციატივო ჯგუფი, უნდა დავრეგისტრირდეთ ცესკოში, შევიტანოთ ეს განაცხადი ამ მარტივი ფორმულირებით და შესაბამისი განხილვისა და პროცედურების შედეგად, უნდა მოგვეცეს ბლანკები ან ბიულეტენები, რათა კანონით განსაზღვრულ ვადებში შევაგროვოთ ხელმოწერების აუცილებელი რაოდენობა, რომელსაც ისევ ცესკოში მივიტანთ. ვადა გვაქვს 3 თვე და როდესაც ეს მოხდება, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შევძლებთ ამ რაოდენობის ხელმოწერის შეგროვებას, მერე არსებობს პროცედურები პარლამენტში და პრეზიდენტთან, რომლის გავლის შემდეგაც ეს საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში”,- განაცხადა ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!