TaoNews.Ge

შსს-ს ინფორმაციით, უწყების შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს 10 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს 10 პირია დაკავებული.

როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, აქციის მონაწილეები დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.

ცნობისთვის, შსს-სთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები შენობაში შესვლას და შსს-ს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებენ და შსს-ს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით არის დაკავებული. შსს-ს ცნობით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო : ინტერპრესნიუსი

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!