TaoNews.Ge

შსს: თელავში არასრულწლოვანი გააუპატიურეს, ამბის გაგების შემდეგ გოგო ძმამ რამდენჯერმე სცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში არასრულწლოვანი გააუპატიურეს, ამბის გაგების შემდეგ კი გოგო ძმამ რამდენჯერმე სცემა.

უწყების ცნობით, დააკავეს 1995 წელს დაბადებული ძმა და გაუპატიურებაში ბრალდებული – 1996 წელს დაბადებული კაცი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.

ცემაში ბრალდებულ ძმას 3 წლამდე, ხოლო გაუპატიურებაში ბრალდებულს – 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!