TaoNews.Ge

„კასანდრას წყევლის ქვეშ ვარ” – გუბაზ სანიკიძე

“შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის… მე გამოვედი მისგან დამუხტული… ვნახე ალესილი ხმალი“-გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

პარლამენტის დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის მიუხედავად, მხნეობას ინარჩუნებს და საბრძოლო განწყობაზეა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გამბედაობით და საქართველოში დაბრუნებით ყველა გაოცებული დარჩა.

„ჩვენი ეროვნული ღირსებაა, რომ ქართველები დასაბამიდან ვერ იტანენ უსამართლობას, მით უმეტეს, როცა საუბარი ეხება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ყველა გაგვაოცა თავისი ქმედებით. სტერეოტიპი იყო, რომ თავს მოარიდებს, არ ჩამოვა, მოგვატყუებს.

აჰა, ხალხო, ჩამოვიდა, შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის. ისეთ განწყობაზეა, რომ მე გამოვედი მისგან დამუხტული, ვიდრე მე ვანუგეშე ის. ვნახე ალესილი ხმალი“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!