TaoNews.Ge

რუსეთიდან ყირიმში მძიმე ტექნიკის ათობით კოლონა და ეშელონები შევიდა

შვეიცარიამ დანიას უკრაინაში შვეიცარიული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნის ნებართვა არ მისცა

შვეიცარიის მთავრობამ დაბლოკა შვეიცარიული წარმოების ჯავშანტექნიკის მიწოდება დანიის მიერ უკრაინაში, – ამის შესახებ უკრაინული მედია შვეიცარიული ტელეკომპანია SRF-ზე დაყრდნობით იტყობინება.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკა დაასახელეს, რომლის თანახმადაც შვეიცარია კონფლიქტის ზონებს იარაღს არ აწვდის.

დანიის მთავრობას სურს უკრაინაში 20-მდე Piranha III საბრძოლო მანქანა გადაიტანოს. დანიის ხელისუფლებამ ოფიციალურად მიმართა შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში Seco-ს სახელმწიფო სამდივნოს ნებართვის მისაღებად – და უარი მიიღო.

აპრილში შვეიცარიამ ვეტო დაადო გერმანიის მიერ შვეიცარიული წარმოების საბრძოლო მასალის უკრაინაში რეექსპორტს, მან ასევე უარი უთხრა პოლონეთს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნაზე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!