TaoNews.Ge

სააკაშვილი აშშ-ის სენატის დებატებზე –  უმაგრესი მოსმენები საქართველოზე ძალიან ზუსტი აქცენტებით

შეწყვიტეთ ამ ცოფიანების ტყუილების გატარება – მიხეილ სააკაშვილი

დღეს ივანიშვილმა თავისი მატლის მეშვეობით გამოაგდო არნახული ტყუილი – საქართველოს მესამე პრეზიდენტი პრემიერ ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება.

“დღეს ივანიშვილმა თავისი მატლის მეშვეობით გამოაგდო არნახული ტყუილი, რომ სააკაშვილის დროს 200 000-ზე მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდანო, ჩვენს დროს 100 000-ზე მეტი შემოვიდაო.  ეს არის აბსოლუტური სიცრუე. სტატისტიკის დეპარტამენტში 2 წლის წინ ჯერ კიდევ იდო ციფრები, სანამ არ გადააკეთეს, რომ ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში 8 წელი გვქონდა პოზიტიური მიგრაციული ბალანსი. უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა და იცით რატომ?! ჩვენ სამსახურებში ვაწყობდით არა ნათესაობით, ნეპოტიზმით, ჩაწყობით, ფულით, არამედ ვინც იყო დამსახურებული, ჰქონდა განათლება და კვალიფიკაცია.

ამათ დროს გავიდა 700 000 და წელს დაემატა უკვე მინიმუმ 100 000 გენოციდი ხდება ქვეყნის ხალხის დახოცვასთან ერთად. ეს ის ივანიშვილი არაა, ხალხს რომ ეუბნებოდა, მოგაწყობთ ყველას გერმანიაში სამსახურშიო, მე რომ მოვუწოდებდი დაბრუნდით, ეს ეუბნებოდა, წადით, მოგვშორდით, დაგვტოვეთ აქ მე, ბერა, ანტუნი და დანარჩენი მონები. ეს ის ივანიშვილი ამბობს, რომ მის დროს მეტი ჩამოვიდა, როცა ტელევიზიით აწარმოებს პროპაგანდას და უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე შექმნა მსოფლიოში?

შეწყვიტეთ გატარება ამ ცოფიანების ტყუილების. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ვისაც ბრძოლის უნარი აქვს და ასეთია უმეტესობა საქართველოსი ამათ ტყუილებს უნდა გავცეთ ყოველდღე პასუხი”,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!