TaoNews.Ge

“შეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, ვიღაც მოგვიწოდებდეს, რომ კრიმინალი სააკაშვილი რაიმე ფორმით ჩაერთოს მოლაპარაკებებში” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი,  განაცხადა :

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ღიად განაცხადა, რომ აღარ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის. შეურაცხმყოფელია ვიღაც, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის, მოგვიწოდებდეს ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, ფორმალურად იყოს ჩართული მოლაპარაკებებში”

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!