TaoNews.Ge

შესაძლოა მარტის ბოლოს “კომენდანტის საათი” სრულად მოიხსნას ან შეზღუდვების დრომ გადაიწიოს – ამირან გამყრელიძე

შესაძლოა მარტის ბოლოს “კომენდანტის საათი” სრულად მოიხსნას ან შეზღუდვების დრომ გადაიწიოს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს წევრიც არის, ამბობს, რომ შესაძლოა მარტის ბოლოს “კომენდანტის საათი” სრულად მოიხსნას ან შეზღუდვების დრომ გადაიწიოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ვაქცინაციის დაწყების დროს უთხრა.

“ყოველი შემსუბუქების შემდეგ ჩვენ ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. ეპიდსიტუაცია თუ ასეთი სტაბილური იქნა, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც იქნება განხილული. ამ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო მსჯელობის შემდეგ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

სრულიად საქართველოში კომენდანტის საათი 3 თვეზე მეტია მოქმედებს. მოქალაქეებს 28 ნოემბრის შემდეგ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე სახლიდან გასვლა აკრძალული აქვთ. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!