TaoNews.Ge

“შენ ვინა ხარ? დებილი დედაკაცი, დაგღუპა პეტრემ, დატოვე წინამძღვრობა და მანქანაც ” –  მეუფე სტეფანემ დედა სოსანას

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა გაათავისუფლა და ის სხვა ეპარქიის მონაზვნით ჩაანაცვლა. ამის შესახებ დედა სოსანასთვის საგანგებო თათბირზე გახდა ცნობილი.

მონაზონი ამბობს, რომ ის მის მიერ დასმული კითხვების გამო დაისაჯა. ამბობს, რომ დაინტერესდა პეტრე ცაავას მიერ პატრიარქისადმი გაჟღერებული ბრალდებებით და მეუფე სტეფანეს მიერ ყოფილი მიტროპოლიტის მისამართით წარმოთქმული ბრალდებებით.

დედა სოსანასთვის მიუღებელი აღმოჩნდა მეუფეს მოთხოვნაც, რომლის მიხედვითაც მას საქართველოს პატრიარქი ლოცვებში უნდა მოეხსენიებინა. მონაზონი სხვა სამ დასთან ერთად მონასტრიდან წასვლას არ აპირებს, თუ მათ წასვლა ძალის გამოყენებით არ აიძულეს.

თათბირის ამსახველი ვიდეო მასალა ეპარქიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“საპატრიარქოში სინოდის სახელზე დაწერე, შეიტანე და განიხილოს სინოდმა თუ ის ჩათვლის საჭიროდ, რომ შენი განცხადება არის მისი განხილვისა. შენ რომ პატრიარქს არ იხსენიებ შენ მოქმედებ არაკანონიკურად დედაო, ეს ხომ ფაქტია?!- იკითხა მეუფე სტეფანემ

“რას მელაპარაკები, არა გრცხვენია, შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობ. მეუფე პეტრეს დაანებე თავი, დაგღუპა მაგან, შენს თავს მიხედე.

გადაგაყენე მონაზვნის წინამძღვრობიდანგადაგაყენე დედაო, ზიარების უფლებას გიკრძალავ. დატოვე კრება და წინამძღვრობაც, მანქანა იქ დატოვე იმიტომ, რომ ის შენი არაა,” – მიმართავს მეუფე დედა სოსანას

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!