TaoNews.Ge

  შეიცვალა პენსიის აღების და ჩარიცხვის წესი -იხილეთ დეტალები

  შეიცვალა პენსიის აღების და ჩარიცხვის წესი -იხილეთ დეტალები

7 აპრილიდან პენსიის აღების წესი შეიცვალა. გარდა ამისა, შეცვლილია პენსიის ჩარიცხვის წესიც.

წინსწრებით პენსიის ჩარიცხვის მომსახურების სერვისი გაუქმდა და ამიერიდან პენსიონერებს კუთვნილი პენსია ინდივიდუალურად შედგენილი გრაფიკის მიხედვით ჩაერიცხებათ.

“პენსია ჩარიცხვამდე სერვისი გაუქმდა. ახლა, პენსიის ჩარიცხვის თარიღი ოფიციალურად განისაზღვრა, რომელ თარიღებშიც პენსიონერები თავიანთი კუთვნილი პენსიით სარგებლობას შეძლებენ.

როდის არის კონკრეტული პენსიონერებისთვის განსაზღვრული თარიღი, ამის გადამოწმება ბანკის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

რაც შეეხება პენსიის სესხის სახით წინასწარ აღებას, ეს შესაძლებელია ბანკში ადგილზე მისვლისა და განაცხადის შევსების შემდეგ.” – აცხადებენ ლიბერთი ბანკში.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!