TaoNews.Ge

შაქარაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ არეულობა და ხმაური დაიწყო (ვიდეო)

შაქარაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ არეულობა და ხმაური დაიწყო (ვიდეო)

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მას შემდეგ რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს – არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს ეზოში მყოფ პირებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოცხადების შემდეგ ვრცელდება კადრები, თუ როგორ გამოჰყავთ სასამართლოდან ბრალდებულები. კადრებს „მთავარი“ ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს, მსჯავრდებულები მოსამართლე ბიძინა სტურუას აგინებენ. მათი მხრიდან გინება ისმის გურამ ამირხანაშვილის მიმართაც.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!