TaoNews.Ge

პოზიციები არ შეიცვლება თუნდაც, მარაკანას სტადიონზე მომიწიოს გამოსვლა – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი: “სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მერე უნდა საირმეში წავა და უნდა პოლიკლინიკაში”

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა ოლიგარქს დაუთმო ქვეყანა და საბოლოოდ, თვითონვე გახდა მსხვერპლი.

„საქმე ეხება სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც მთელი 9 წელი მართავდა ამ ქვეყანას, რომელმაც სამწუხაროდ, ისე მიიყვანა საქმე, რომ ოლიგარქიას დაუთმო მართვა და თვითონვე გახდა ქვეყანასთან ერთად მსხვერპლი.

იმას კი არ უნდა ვყვიროდეთ, რომ მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანონ, თუ პოლიკლინიკაში გადაიყვანონ, ომეპრაზოლით უმკურნალონ თუ ლიდოკაინით, ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს კაცი არის პოლიტიკური პატიმარი და გაათავისუფლონ, მერე უნდა თვითონ საირმეში წავა და იქ იმკურნალებს, უნდა პოლიკლინიკაში წავა მრავალფუნქციურში თუ ერთფუნქციურში და გასცემს პასუხს თუ არის სამართლებრივი კითხვები სასამართლოზე.

არის საპროცესო კოდექსში შესაბამისი მუხლი, რომელიც ითვალისიწნებს პატიმრობის შეცვლას, გადავადებას, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

თუ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური პრეტენზიები მასთან და როგორც ჩანს, აქვს და ეს არის მთავარი.

მასთან რომ ყოფილიყო სამართლებრივი კრიმინალური პრეტენზიები, როცა პოროშენკო ეხვეწებოდა რომ მიიღეთო, გამოძევებული სააკაშვილი და რომ მოიკლეს თავი და დაკეტეს საჰაერო სივრცე, მაშინ გამოჩნდა რომ აქ პოლიტიკური მოტივაციაა წამყვანი და არა კრიმინალური მოტივაცია.

ამიტომ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და გასცეს პასუხი სამართლებრთივ ასპექტს თუ იქნება ამაზე სამართლებრივი კითხვები და გასცეს პასუხი პოლიტიკურ ოპონენტებს,“-აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!