TaoNews.Ge

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ციხიდან გაათავისუფლეს და ნება დართეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიდეს

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ციხიდან გაათავისუფლეს და ნება დართეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიდეს

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ციხიდან გაათავისუფლეს. იგი სასჯელს  კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბათუკაევის უკანონო გათავისუფლებისთვის იხდიდა. ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო  ატამბაევის სასჯელი გააუქმეს და საქმე ხელახლა მიიღეს წარმოებაში.

ატამბაევს 2020 წელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ჩამოერთვა სახელმწიფო წოდებები და ჯილდოები. ახლა,  სასამართლომ ექს-პრეზიდენტს  ნება დართო საზღვარგარეთ წასულიყო სამკურნალოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქმე დახურული არ არის.  ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ესპანეთში წავა.

ატამბაევი ქვეყანას 2011 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!