TaoNews.Ge

“ყველა მხარეს სიმშვიდის შენარჩუნებისა და კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოვუწოდებთ”- შვედეთის ელჩი

“ყველა მხარეს სიმშვიდის შენარჩუნებისა და კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოვუწოდებთ”- შვედეთის ელჩი

შვედეთის ელჩი, ​ულრიკ ტიდესტრომი Twitter-ში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს.

მისი თქმით, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა ქვეყნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„სრულად ვუჭერ მხარს საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიისადმი, მიაღწიონ შეთანხმებას. ეს საქართველოს უფრო ძლიერს გახდის“, – წერს ​ულრიკ ტიდესტრომი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!