TaoNews.Ge

ყველაზე დიდი ნახატი „კაცობრიობის მოგზაურობა“ 62 მილიონ დოლარად გაიყიდა

ყველაზე დიდი ნახატი „კაცობრიობის მოგზაურობა“ 62 მილიონ დოლარად გაიყიდა

ტილოზე შესრულებული ყველაზე დიდი ნახატი „კაცობრიობის მოგზაურობა“ დუბაიში გამართულ აუქციონზე 62 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ გამოცემა Khaleej Times-ი წერს.

ბრიტანელი მხატვარი საშა ჯაფრი ნახატზე 7 თვის განმავლობაში მუშაობდა. „კაცობრიობის მოგზაურობა“ ორი საფეხბურთო მოედნის ზომისაა. თავდაპირველად ნახატის 70 ნაწილად დაყოფა და ცალ-ცალკე, 6 აუქციონზე გაყიდვა იგეგმებოდა.

ნახატის გაყიდვიდან მიღებულ თანხას მხატვარი ქველმოქმედებას მოახმარს. „კაცობრიობის მოგზაურობა“ კრიპტოვალუტების სფეროში მომუშავე კომპანიის ხელმძღვანელმა ანდრე აბდუნმა შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!