TaoNews.Ge

“ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ” – არჩილ თალაკვაძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის,  პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიტაციის პროცესს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოსაწერად მზად ოპოზიცია არ იყო.

მისივე თქმით, მმართველი გუნდით ოპონენტებს “კარს ღიას” უტოვებს, რათა რეფორმების პროცესში შეუერთდნენ

“მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და მის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს მედიაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იყო მზად ხელი მოეწერა დოკუმენტზე, ჩვენ დანიელსონის წინადადებებით ვიხელმძღვანელებთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებისას. ჩვენ ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ”, – წერს  არჩილ თალაკვაძე

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!