TaoNews.Ge

“ღარიბაშვილს მართებს მადლობა გადამიხადოს” – ნიკა მელია

“ღარიბაშვილს მართებს მადლობა გადამიხადოს” – ნიკა მელია

„ირაკლი ღარიბაშვილის ადგილზე, მადლობას გადავუხდიდი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს. მე რომ უსამართლობისადმი თავი დამეხარა, დღეს პრემიერი იქნებოდა გახარია, ხოლო ღარიბაშვილი- იქ, სადაც იყო,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ღარიბაშვილი 24 საათი რომ საუბრობს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ჩემზე, აქაც ჩანს, რომ მას მშვიდი ძილის შესაძლებლობა არ აქვს. ღარიბაშვილის ადგილზე, მადლობას გადავუხდიდი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს.

რომ არა მე და უსამართლობისადმი თავის არ დახრა, დღეს პრემიერი იქნებოდა გახარია, ხოლო ღარიბაშვილი- იქ, სადაც იყო. ამიტომ ღარიბაშვილს მართებს მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი. მის პოლიტიკურ განცხადებებს არ აღვიქვამ, რომ ის კეთდება პოლიტიკოსის მიერ, არა თუ პრემიერ-მინისტრის. მე შევუწყვე ხელი, რომ მოსულიყო პრემიერ-მინისტრად. ისევ მე მეგობრებთან ერთად, შევუწყობთ ხელს, რომ ის აღარ იყოს ნომინალურად მაინც პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!