TaoNews.Ge

ღარიბაშვილი – “ჩვენ ავუხსნით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ ის ცდება”

საქართველოს მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არა – ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა  საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა მისთვის „ძნელად გასაგებია“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეფასება, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი, გაზვიადებულია.

„ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რა ვალზეა საუბარი და როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები, როგორ მართავს მთავრობა მთელ ამ პროცესს. ვფიქრობ, გაზვიადებული შეფასებაა, რომ მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი. ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო. მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება. ამ კონკრეტულმა სესხმა შეიძინა განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა. მითუმეტეს, საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენი ოპონენტები სპეკულირებდნენ ამ სესხით. სესხი იყო დაკავშრებული სასამართლო რეფორმასთან – ასეთი წვრილმანებით როდესაც ვკონცენტრირდებით, ვფიქრობ, დამაკნინებელი და დამაზიანებელია საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობისთვის იმიტომ, რომ ჩვენ გაცილებით მაღალი დონის ურთიერთობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე კონკრეტული სესხის ნაწილი. 75 მლნ ევრო რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს,“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!