TaoNews.Ge

ღარიბაშვილი თანახმაა დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

ღარიბაშვილი თანახმაა დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი გუნდი მზადაა, დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„მზად ვარ, ამ შეხვედრას დავესწრო და მონაწილეობა მივიღოთ. მინდა ჩვენი გუნდის მზაობა დავადასტურო, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!