TaoNews.Ge

ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში სამხედრო კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა.  ინფორმაციას ალ-ჯაზირა ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილთა შორის 64 ბავშვია. დაშავებულთა და დაჭრილთა რაოდენობა 1 600-ს აღემატება.

ისრაელის მხრიდან კონფლიქტის დაწყებიდან 12 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 2 ბავშვი, დაშავებულია სულ 300-მდე ადამიანი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, ისრაელი განაგრძობს ოპერაციას, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!