TaoNews.Ge

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახლდა

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ადგილობრივი დროით 17:16 საათზე სარაკეტო დარტყმები განახლდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათი ინფორმაციით, ამჯერად, სარაკეტო დარტყმა ქალაქ აშკელონზე განხორციელდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, სექტორიდან საკონტროლო გამშვები პუნქტი „კისუფიმი“ დაიბომბა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღაზას სექტორის მოსაზღვრე ერთ-ერთი რაიონის მცხოვრები მამაკაცი სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს.

ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება. კიდევ ერთი ქალბატონი ისრაელის ჩრდილოეთით შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც განგაშის სიგნალი ჩაირთო. მან გონება დაკარგა, როდესაც თავშესაფრისკენ მიდიოდა. ექიმებმა გულისცემის ასამუშავებლად ელექტროშოკი გამოიყენეს. ის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!