TaoNews.Ge

“ქვეყანა ჩაკეტო, ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთო, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი”- კახა კახიშვილი გიორგი გახარიაზე 

“ქვეყანა ჩაკეტო, ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთო, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი”- კახა კახიშვილი გიორგი გახარიაზე 

“ქვეყანა ჩაკეტო, თქვა, ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთ, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი” – განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსში”, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

„პანდემიის დროს სწორი მართვა, რას ნიშნავს, იცით? – როდესაც, არც პანდემიის ტალღა დაგარტყამს და არც ბიზნესი ჩავარდება ასეთ ვითარებაში. კოლბაში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ჩასვა, საერთოდ არც პანდემია გაეკარება და არც არაფერი, მაგრამ იმ კოლბაში რომ ჩასვა, რამდენად კომფორტული იქნება ადამიანი, სხვა საკითხია. ქვეყანა ჩაკეტო, თქვა, რომ ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთო, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი. მითუმეტეს, როდესაც შენზე მთელი გუნდი მუშაობს. თქვენ თუ მეტყვით, რომ მარტო ის იჯდა და სხვა არავინ მუშაობდა, არც შს მინისტრი, არც ჯანდაცვის მინისტრი, არც ეკონომიკის, არც იუსტიციის, არც პარტია, კი, ბატონო დაგეთანხმებით, მაგრამ კარგი მენეჯერი არის რა – როცა არც მწვადს წვავ, არც შამფურს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ სერიოზული ჩაკეტვა მოხდა ქვეყნის, რამაც მცირე ბიზნესი დააზიანა. ბიუჯეტში სერიოზული პრობლემები გაჩნდა, გარდა ამისა სხვა ტიპის პრობლემებია, რომელიც ადრე თუ გვიან გახდება ცნობილი“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!