TaoNews.Ge

“ქვეყანაში 2012 წლიდან არის სრული თავისუფლება და დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება”- ღარიბაშვილი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე 

ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. , „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება.

“ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება, – განაცხადა პრემიერმა

ცნობისთვის, თბილისში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!