TaoNews.Ge

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა  გადაიდო

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა  გადაიდო

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

შეხვედრა 14:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა უცნობია, რა მიზეზით მოხდა შეხვედრის განრიგში ცვლილება.

ცნობილია, რომ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!