TaoNews.Ge

„ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 4 ადამიანი დააკავეს

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 4 ადამიანი დააკავეს. .აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ტელეკომპანია „პირველში“ საგამოძიებო სამუშაოების ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ. ადგილზე შეკრებილ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება მოხდა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.

შსს-ს განცხადებით 4 პირი, ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!