TaoNews.Ge

 “ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციამ  5 აქტივისტი დააკავა

 “ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციამ 5 აქტივისტი დააკავა

“ქართული ოცნების” ოფისთან დაპირისპირება იყო – ადგილზე “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის მოხსნას ითხოვენ. პოლიციამ 5  აქტივისტი დააკავა.

აქციის მონაწილეებს სურდათ “ოცნების” წევრებს გასაუბრებოდნენ, რაზეც უარი მიიღეს, მოგვიანებით მათ გზის სავალ ნაწილზე წარწერების გაკეთება გადაწყვიტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

“სხვა დღეებში და სხვა დროს სამოქალაქო აქტივსიტები აკეთებენ წარწერას, მაგრამ პოლიცია ასეთი აგრესიული არ არის ხოლმე, გამოიყენეს არაპროპორციული ძალა. გიორგი მუმლაძე, კახა კვეკვესკირი, ნიკა ნარსია და ალბერტი, ჩვენი მოძრაობის წევრი არიან დაკავებულები”, – თქვა აქტივისტმა, ვანო მაღალაშვილმა.

წყარო: მთავარი არხი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!