TaoNews.Ge

“ქართულმა ოცნებამ” დიდიხანია გვიღალატა. კობახიძეს რომ დატოვებ პოლიტიკურ მემკვიდრედ, ნარკოაგიტატორებს პარლამენტში რომ შეიტან, კლოუნ ვაშაძეს, ასევე, რომ დააწინაურებ, ნაცმოძრაობას დღედაღამ მთავარ ოპოზიციად რომ ნათლავ, ღალატია, აბა, სხვა რა სახელი ჰქვია ამას?!”-ირმა ინაშვილი

“ქართული ოცნების” მმართველობის 9 წელმა მოიტანა-ირმა ინაშვილი

,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს:
“ქართული ოცნების” მმართველობის 9 წელმა მოიტანა:
1. საზოგადოებაში უპერსპექტივობისა და უიმედობის განცდა!
2. უსამართლობის განცდა!
3. უნიჭო და მდაბიო პოლიტიკური თამაშები!
5. დასჯის ნაცვლად, დასასჯელთა დაწინაურება!
6. არჩევნებისადმი სრული უნდობლობა!
7. პარლამენტის ავტორიტეტის დაცემა და გაფარჩაკება.
8. მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მრავალმიმართულებიანი კამპანიის ხელშეწყობა.
9. ეკლესიისა და მისი სამღვდელოების დისკრედიტაციის წახალისება.
10. უცხოელი პარტნიორების გაფეტიშება იმ ზომამდე, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ლამის კონსტიტუციის წონა მიანიჭეს, ხოლო ელჩების დიდ ნაწილს ვერავინ უბედავს შეხსენებას: ეს სუვერენული სახელმწიფოა და არა ბანანის რესპუბლიკა. რა ვართ, ესეც საკითხავია.
11. განათლების სისტემის სრული განადგურება, განათლების დონის დაცემა.
12. უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი.
13. შემოქმედებითობის, კრეატიულობის, ნოვატორული იდეების კვდომა. მეცნიერების ღრმა კრიზისი.
14. ჯანდაცვაში ხედავთ, რაც ხდება.
15. სოხუმსა და ცხინვალზე მხოლოდ ლაყაფი.
16. საზოგადოებაში ნეგატიური გრძნობების: ღვარძლის, აგრესიის, არაკეთილშობილების, არაკაცობის, უსინდისობის, საბოლოო ჯამში, უღმერთობის გაღვივება.
17. 5 ივლისის მარშზეც შეთანხმებულნი არიან.
და ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!