TaoNews.Ge

„ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე წევრი გარიცხეს

„ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე წევრი გარიცხეს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის საოლქო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

„ყოველგვარი უზუსტობისა და შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის, მმართველი პარტიის ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც ბიუროს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო, ერთხმად გადაწყდა მაია კახნიაშვილის, ლევან ჭანტურიძისა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის პარტიიდან გარიცხვა.

შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის შემდეგ, ეს ადამიანები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს“ წევრები აღარ არიან“, – ნათქვამია განცხადებაში

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!