TaoNews.Ge

ქართველმა ფაშისტებმა თბილისი აიღეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და იქ ჯვარი აღმართეს – რატი ამაღლობელი

ქართველმა ფაშისტებმა თბილისი აიღეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და იქ ჯვარი აღმართეს – რატი ამაღლობელი

პოეტი და ფილოსოფოსი რატი ამაღლობელი დღეს, 5 ივლისს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს, ეხმაურება:

“ამონარიდი საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოდან:

5 ივლისის მოვლენები
„…შავ-მაისურიანებმა დილიდანვე დაიწყეს შეკრება რუსთაველის გამზირზე. მათ, სამართალდამცავების მხრიდან ყველანაირი წინაღმდეგობის გარეშე დაიკავეს ქალაქის ცენტრი. 2021 წლის 5 ივლისს, შუადღესას დედაქალაქი დაეცა, ქართველმა ფაშისტებმა თბილისი აიღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და იქ ჯვარი აღმართეს,

ჯვარი ქრისტეს გარეშე, როგორც ადამიანების წამებისა და სიკვდილის იარაღი, როგორც სასიკვდილო განაჩენი და მუქარა ყველა თავისუფალი ადამიანისათვის.

ხოლო 6 ივლისს, გამთენიისას…”

საინტერესოა რა ეწერება 6 ივლისზე“

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!