TaoNews.Ge

“აწი ნახეთ თქვენ”- ნიკა გვარამია

“ქალი ირაკლი კობახიძე რომ გახდი, ეგ მორალური სიკვდილის კონსტატაციაა” – გვარამია წილოსანს

 “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია  დეპუტატ  ნინო წილოსანის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში “ახალი პოლიტიკური კლასტერი ყალიბდება – აგვირჩიეთ თორემ ვიშიმშილებთ”

ნიკა გვარამია:

“საჯაროდ არასდროს არაფერი დამიწერია ნინო წილოსანზე. არ დავმალავ, დიდი ხანია ვიცნობ, ადამიანურად მიყვარს ისიც და მისი მამა, ბატონი ბადრი – ძალიან კარგი ადამიანი. თუ რამე არ მომწონებია, პირადად მიმიწერია (საკმაოდ ხშირად). ბოლო პერიოდში, კომუნიკაცია შევწყვიტე, რადგან უთვალავი სამარცხვინო განცხადების კეთება დაიწყო და, სამწუხაროდ, მკაფიოდ ჩამოიყალიბა საზოგადოებაში აბუჩად ასაგდები უსინდისოს და სულელის იმიჯი, როგორიც, გარწმუნებთ, რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად არ არის. ნამდვილად არ ვიცი, რა რჯის, რომ თვითგანადგურების რეჟიმში იყოს, თუმცა, თავად აირჩია ეს გზა და მიუყვება უკანმოუხედავად.

ამასაც არ დავწერდი, მაგრამ მისი ეს სტატუსი უკვე მე რომ ვიცნობდი და მიყვარდა, იმ ნინო წილოსნის კი არა, საერთოდ ნორმალური ადამიანისაც არ მგონია.

ამის იქეთ უკვე აღარაფერი აღარ არის, ნინო წილოსანი, მკვლელობის თანამონაწილე ქალი ირაკლი კობახიძე რომ გახდი, ეგ მორალური სიკვდილის კონსტატაციაა და სხვა არაფერი.

ძალიან ვწუხვარ. ფუჭად, წარმატებას ვერ გისურვებ, იმიტომ რომ, ფაქტია აღარასდროს გექნება.”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!