TaoNews.Ge

“ქალიშვილობის ტესტი” და აპკის აღდგენა აიკრძალება

გაერთიანებული სამეფოს კლინიკებში, გოგონებს აიძულებენ ე.წ. “ქალიშვილობის ტესტი” გაიყარონ. ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, ასეთი “შემოწმება” შესაძლოა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზი გახდეს.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, რიჩარდ ჰოლდენმა კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის თანახმადაც ინგლისსა და უელსში საქალწულე აპკის შემოწმება და აღდგენა შესაძლოა აიკრძალოს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ამ პროცედურების შემსრულებელი ექიმები და მეანები შეიძლება დააპატიმრონ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და გაერთიანებულ ერებზე დაყრდნობით, ქალწულობის ტესტი ადამიანის უფლებების შემლახველია. WHO-ს განცხადებით, პროცედურა დისკრიმინაციული და უსარგებლოცაა, რადგან აპკი შესაძლოა მრავალი მიზეზით დაზიანდეს, იქნება ეს ტამპონების გამოყენება თუ ვარჯიში.

რიჩარდ ჰოლდენის კანონპროექტს უკვე აქვს ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!