TaoNews.Ge

ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

BBC Forbes-ის ყოველწლიურ მილიარდერთა რეიტინგზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას ,რომ პეკინში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში.

გამოცემის ინფორმაციით, შარშან ჩინეთის დედაქალაქში 33 მილიარდერი ცხოვრობდა, წელს კი მათი რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, მილიარდერების რიცხვის ზრდას ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების სწრაფმა შეჩერებამ, ტექნოლოგიების განვითარებამ და საფონდო ბირჟებმა შეუწყო ხელი.

სიის მეორე ადგილზე ნიუ-იორკია, სადაც 99 მილიარდერი ცხოვრობს, თუმცა მათი საერთო ქონება ($80 მილიარდი) პეკინელი მილიარდერების ჯამურ ქონებას აღემატება.

პეკინის ყველაზე მდიდარი ბინადარი აპლიკაცია TikTok-ის დამფუძნებელი, ჟან იმინგია, რომლის ქონებაც წელიწადში გაორმაგდა და $35.6 მილიარდამდე გაიზარდა. ამასთან, ნიუ-იორკის ყველაზე მდიდარი მცხოვრები ქალაქის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგია, რომლის ქონებაც $59 მილიარდად ფასდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!