TaoNews.Ge

ფრანგებმა ქართველი მზარეული დაიცვეს

ფრანგებმა ქართველი მზარეული დაიცვეს

შაბათს, 27 მარტს, საფრანგეთში, არდენის დეპარტამენტის შარლევილ-მეზიერის პრეფექტურაში  ქართველი ახალგაზრდის საქართველოში გაძევების გასაპროტესტებლად ასეულობით ადამიანი შეიკრიბა.

როგორც ფრანგული მედია წერს, 18 წლის ვიტალი, რომელიც  შარლევილ-მეზიერის თავშესაფარში ცხოვრობს, მულენ დე რევენის ლიცეუმში მზარეულის პროფესიას ეუფლება და ოცნებობს, შეფმზარეული გახდეს. მას თავშესაფარზე უარი ეთქვა და ის დეპორტაციას და საქართველოში გაძევებას ექვემდებარება.

გარდა საპროტესტო აქციისა, რომელშიც ვიტალის ლიცეუმის მოსწავლეებისა და პედაგოგების გარდა, მონაწილეობას ადგილობრივი ასოციაციები და სინდიკატებიც იღებდნენ, შეიქმნა პეტიციაც, რომელსაც თითქმის 11 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ისინი არდენის პრეფექტისგან დეპორტაციის ბრძანების შეცვლას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!