TaoNews.Ge

ფინეთი მაისში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის ემზადება

ფინეთის მთავრობა და კომპანიები მაისში რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტისთვის ემზადებიან. ამის შესახებ  Helsingin Sanomat იტყობინება.

მიზეზი რუსეთის მიერ რუბლებში გადახდის მოთხოვნაა.

გამოცემის ცნობით, რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ გადახდის ახალ მოთხოვნებზე თანხმობა გაზის უწყვეტი მიწოდების გაგრძელების პირობაა.

ფინეთის ხელმძღვანელობამ ცალსახად განაცხადა, რომ რუბლით რუსულ ბუნებრივ აირს არ შეიძენს. გაზპრომმა ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasum-ს მოთხოვნები 20 მაისამდე დააკმაყოფილა.

გაზი გაცილებით მცირე როლს თამაშობს ფინეთის ენერგეტიკულ ბალანსში, ვიდრე ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!