TaoNews.Ge

“საქართველოს პატრიარქი არის – საქართველოს სირცხვილი”-ლევან ბერძენიშვილი

,,ფეხებზე მკიდია საინგილოო”- ლევან ბერძენიშვილი

ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის მკვიდრი, ინგილო ქართველი თემურ აღამამედოვი-იაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „მინდა ჩემი სათქმელი დავაფიქსირო – ლევანი შეიძლება დიდი ნიჭის კაცია, მაგრამ ვის რაში ჭირდება მაგის ნიჭი… 2004 წელს, როცა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, პარლამენტში შევხდით და ვუხსნიდი, რომ საინგილოს აბიტურიენტებისთვის ლიმიტების გაუქმებას ქართული სკოლების და სექტორის დაკეტვა მოჰყვებოდა. იცით რა გვითხრა? ,,ფეხებზე მკიდია საინგილოო”. სიტყვა-სიტყვით ასე გვითხრა, – არც ვამეტებ და არც ვაკლებ და მაშინ მისმა მდივანმა (ხანში შესული ქალი იყო პარლამენტიდან) ტირილით გამოგვაცილა და ბოდიშებს გვიხდიდა – ეს რა გაკადრათ, ასეთი რამ პირველად გავიგე ლევანისგანო… შედეგიც სახეზეა – სოფელ ალიაბათში სამწუხაროდ, ქართული სექტორი თითქმის აღარ არსებობს“.

მართლაც, 2005 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებასთან ერთად, გაუქმდა ლიმიტები ინგილო აბიტურიენტებისთვის, რის შედეგადაც, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონში არსებულ ქართულ სოფლებში მოტივაციის, სტიმულის არქონისა და ოფიციალური თბილისის მხრიდან, თითქმის ნულოვანი მხარდაჭერის გამო, სულ უფრო ნაკლები მოსწავლე შეჰყავთ მშობლებს ქართულ სექტორებზე სასწავლებლად.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ბოლო 2-3 წლის მანძილზე ადგილობრივმა, აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკებმა ზაქათალისა და ბელაქნის რაიონის ქართულ სოფლებში არსებულ უკანასკნელ ქართულ სექტორებზე, ქართველ პედაგოგებს სასწავლო ჟურნალების ქართულ ენაზე შევსებაც კი აუკრძალეს, რასაც დღემდე არ გამოხმაურებიან აზერბაიჯანში აკრედიტებული ქართველი დიპლომატები. იმ დროს, როცა საქართველოში არსებულ აზერბაიჯანულ სკოლებში  თუ ქვემო ქართლსა თუ კახეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამემამულეებს სისტემატურად სტუმრობენ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი და საელჩოს თანამშრომლები, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები უკვე წლებია არ ჩასულან ზაქათალისა და ბელაქნის რაიონების ქართულ სოფლებში.

2021 წლის 29 ნოემბერს საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაში. ქ. თბილისიდან ჩამოსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი კახა ხანდოლიშვილი. აზერბაიჯანის მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდა განათლების მინისტრის მოადგილე მუხტარ მამადოვი.

მხარეებმა განიხილეს უწყებათაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. კერძოდ, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში ახალი შეთანხმების მომზადების პროცესს, აზერბაიჯანის განათლების მინისტრის ემინ ამრულაევის საქართველოში ვიზიტის ორგანიზების, აზერბაიჯანში ქართულენოვანი და საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებით შეუფერხებელი მომარაგების, აგრეთვე ორი მეგობარი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების საკითხებს.

როგორც ცნობილია, საქართველოში დღეისათვის 80-ზე მეტი აზერბაიჯანული სკოლაა. საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ინგილო ქართველებს სხვა არაერთ პრობლემასთან ერთად, განსაკუთრებით აწუხებთ სკოლებში ქართული სექტორების თანდათანობით გაუქმების პრობლემა, რაც სრულიად არ შეესაბამება იმ მეგობრულ ურთიერთობას, რაც ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებობს.

ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის (ისტორიული ელისენი) #1 სკოლის ქართულ სექტორს, სოფელ მოსულის სკოლის ქართულ სექტორსა და ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალის ქართულ სექტორს მხოლოდ პირობითად თუ ვუწოდებთ ქართულ სკოლებს, რადგან უკვე მრავალი წელია ეს და სხვა სკოლები აზერბაიჯანულად გადაკეთდა და იქ დარჩენილ ქართულ სექტორებს საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა და ყურადღება აუცილებლად სჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!