TaoNews.Ge

ნიკოლ ფაშინიანი – აპრილში თანამდებობიდან  გადავდგები

ფაშინიანი დათმობაზე მიდის?! – სომხეთი და აზერბაიჯანი შესაძლოა შეთანხმდნენ

სომხეთი მზად არის იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე, აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„სომხეთი სექტემბრის დასაწყისში დათანხმდა, იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარებაზე რუსეთის მიერ წარმოდგენილი საბაზისო პრინციპებისა და პარამეტრების საფუძველზე და მზად არის, დაადასტუროს ეს სოჭში. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს თავის შეთავაზებებს“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

31 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოჭში მიემგზავრება, სადაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მან სომხეთს, აზერბაიჯანთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა შესთავაზა, თუმცა, ფაშინიანი ამაზე არ წავიდა. როგორც პუტინი განმარტავს – „ვთავაზობდით სომხეთს, დაებრუნებინათ აზერბაიჯანისთვის ხუთი რაიონი, თუმცა სომხეთის ხელისუფლება თავისი გზით წავიდა, რამაც დღევანდელ სიტუაციამდე მოგვიყვანა“.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამ ტერიტორიების შენარჩუნება საჭირო არც იყო.

„არსებობს ორი დიდი რაიონი. ერთ-ერთია ქალბაჯარის და უფრო სამხრეთით დიდი რაიონები. რომელიღაც ეტაპზე აზერბაიჯანის მხარესთან შევთანხმდეთ, მიეცით ეს ხუთი რაიონი. ისინი არ არის საჭირო, აზრი არ აქვს, ეს რაიონები ცარიელია. ხალხი წავა ფაქტობრივად გაგდებული ამ ტერიტორიიდან. რა საჭიროა მათი შენარჩუნება, ამას აზრი არ აქვს. ხოლო ყარაბაღთან კავშირის შესანარჩუნებლად ორი რაიონი საკმარისია. ეს იქნებოდა სამართლიანი, ლტოლვილების დაბრუნება და ასე შემდეგ. სომხეთის ხელმძღვანელობა თავისი გზით წავიდა. ამან მიგვიყვანა სიტუაციამდე“ – აღნიშნავს პუტინი.

მისივე განმარტებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება უნდა შედგეს.

„სომეხი ხალხი და დღევანდელი მთავრობა თუ მიიჩნევს, რომ საჭიროა სამშვიდობო შეთანხმების რომელიმე კონკრეტული ვარიანტის არჩევა, ე.წ. ვაშინგტონის ვარიანტი, როგორც მე მესმის, ითვალისწინებს მთელ ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარებას. თუ სომხეთი ასე მიიჩნევს, კი ბატონო, ჩვენ მხარს დავუჭერთ სომეხი ხალხის არჩევანს“, – აღნიშნავს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თუ სომეხი ხალხი და ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ყარაბაღს აქვს გარკვეული თავისებურება და ეს თავისებურება უნდა იყოს გათვალისწინებული, ესეც შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია მოლაპარაკება აზერბაიჯანთან.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!