TaoNews.Ge

,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა 

,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა 

,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
სახალხო დამცველის ქმედებები სს კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ეს მუხლები ეხება სახალხო დამცველსაც, ვინაიდან ის ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. ის სახელმწიფო მოხელე არ არის, მაგრამ, რადგან საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს, აქედან გამომდინარე, მასზეც ვრცელდება ეს მუხლები, აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.
,,ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით. სახალხო დამცველს უფლება აქვს, სახელმწიფოს მხოლოდ რეკომენდაციები მისცეს. ნინო ლომჯარიამ კი დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და დამნაშავეებად გამოაცხადა პირები, რომელთა მიმართ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. არავის დაუდგენია, რომ იქ რაღაც ხდება და ნინო ლომჯარიამ თავისი განცხადებებით, თავისი ქმედებებით უფლებამოსილებას გადაამეტა. ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის შესახებ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას გასცდა. სახალხო დამცველის განცხადებებმა დაუდო საფუძველი ქვეყანაში სიტუაციის არევას პროკურატურამ ეს საკითხი უნდა შეისწავლოს.  ვფიქრობთ, ლომჯარიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ჩანს, რომ დანაშაული ჩადენილია. არ შეიძლება, ესოდენ მაღალი ინსტანცია, როგორიც არის სახალხო დამცველის ოფისი, კანონს არღვევდეს მაშინ, როცა აღნიშნული უწყება კანონის დაცვის სადარაჯოზე უნდა იდგეს. კანონის სადარაჯოზე მყოფი უწყება, რომელიც კანონს არღვევს, საგანგაშოა.
შეიძლება პანსიონში რაღაც პატარა დარღვევა და გადაცდომა იყოს პირობების კუთხით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ რაღაც ირღვევა . ჩვენს სკოლებსა და ბაღებშიც არ არის სახარბიელო სიტუაცია. მაშინ, სკოლები და ბაღებიც დავხუროთ?-განაცხადა მჟავანაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!