TaoNews.Ge

უნგრეთმა ლგბტ პროპაგანდა აკრძალა

უნგრეთმა ლგბტ პროპაგანდა აკრძალა

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებში და ტელეგადაცემებში არასრულწლოვნებისთვის ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. კონკრეტულად კი იკრძალება 18 წლამდე პირებისთვის ისეთი მასალების დემონსტრირება, რაც ეხება სქესის შეცვლას და ჰომოსექსუალიზმს.

კანონპროექტი პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ კი ის 157 ხმით მიიღო, ერთის წინააღმდეგ.

კანონი ასევე განსაზღვრავს, რომ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად რეგისტრირებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ სკოლებში სქესობრივი განათლების გაკვეთილების ჩატარება. კომპანიებსა და მსხვილ ორგანიზაციებს აეკრძალებათ გეი ადამიანების სოლიდარობის გამომხატველი რეკლამების გადაღება, თუ ის 18 წლამდე პირებისთვისაა განკუთვნილი.

კანონი არეგულირებს ტელეგადაცემებსა და ფილმებში გეი გმირებისა და ლგბტ დროშის ჩვენებას.

წყარო: https://www.theguardian.com/world/2021/jun/15/hungary-passes-law-banning-lbgt-content-in-schools?fbclid=IwAR1ozJnDVe4ldNMkVbJkyYDKoA3Mnrcuc-zQFNQQB5jnBeacCAyt5deK0cE

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!